ქართული ლეგიონი – აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში პირველად ათამაშეს, ჩაკვეტაძე განაცხადშიც არ იყო, კვეკვესკირი ექსტრაკლასას ლიდერობს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი – აბურჯანია ძირითად შემადგენლობაში პირველად ათამაშეს, ჩაკვეტაძე განაცხადშიც არ იყო, კვეკვესკირი ექსტრაკლასას ლიდერობს #1TVSPORT

ბელგია

ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი მიქაუტაძემ „ბრიუგეს“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად გატანა ვერ მოახერხა, ხოლო მისი გუნდი სტუმრად ჯუპილერლიგის ერთ-ერთ ლიდერთან 2:3 დამარცხდა.

ამავე ტურში ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – ლევან შენგელიას „ლეუვენმა“ გიორგი ჩაკვეტაძის „გენტს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. შენგელია მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, ხოლო ჩაკვეტაძე სტუმართა განაცხადში არ იყო.

 

თურქეთი

თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორის“ ძირითადში იყო „ბასაშექირთან“ საშინაო მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 0:3 წააგო. ქართველი ფლანგის შემტევი 62-ე წუთზე შეცვალეს.

 

პორტუგალია

პორტუგალიაში გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეს“ ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა და 83 წუთი ჩაატარა. მისმა გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში შინ „ფამალიკაო“ 4:0 დაამარცხა. 72-ე წუთზე აბურჯანია მეტოქესთან უხეშობისთვის გააფრთხილეს.

ქართველმა ნახევარმცველმა სტატისტიკის და ანალიტიკის გვერდის, „სოპა სქორესგან“ საკმაოდ მაღალი შეფასება – 6,9 ქულა დაიმსახურა.

 

გერმანია

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დრეზდენის „დინამომ“ „კარლსრუე“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე მასპინძელთა განაცხადში იყო და „დინამოს“ ფორმით მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.

 

ავსტრია

შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმავოლფსბერგერში“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ალტახი“ 3:0 დაამარცხა და 17 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა.

ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში კი გრაცის „შტურმმა“ კიდევ ერთხელ ვერ მოიგო და შინ „ადმირას“ დაუზავდა 1:1.

 

უკრაინა

უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში საბა კვირკველიას „მეტალისტი“ შინ კოვალივკასკოლოსთან“ 0:1 დამარცხდა. კვირკველიამ 82-ე წუთიდან ითამაშა. ნიკა სიჭინავა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

 

პოლონეთი

პოლონეთის ექსტრაკლასაში მე-7 ტური დასრულდა. ნიკა კვეკვესკირი 74-ე წუთზე გამოჩნდა პოზნანისლეხში“, რომელმაც გასვლაზე „ზაგლებიე“ 3:2 დაამარცხა.

ვაკო გვილიასრაკუვიგდანსკშილეხიასთან“ 1:3 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი ითამაშა.

პოლონეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს კვეკვესკირის „ლეხი“ ლიდერობს.