ქართველები უკრაინის თასზე - ნონიკაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაისურაძე დაასვენეს, აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
უკრაინის თასის 1/8-ფინალში ქართველი ფეხბურთელების ოთხმა გუნდმა ითამაშა და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი გამოეთიშა.
შოთა ნონიკაშვილის „ჩერკასი“ პირველი ლიგის სუმის „ვიკტორიას“ ესტუმრა და პენალტების სერიაში დამარცხდა. 48-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა რომ აღადგინეს, საჰაერო განგაში ჩაირთო, რომელმაც მატჩი დიდი ხნით შეაჩერა. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში სრულად ჩაატარა და პენალტების სერიაში ბოლო დარტყმა ვერ გამოიყენა.
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარმა“ ლუჰანსკის „ზორიას“ უმასპინძლა და ჯილდოსთვის ბრძოლიდან მინიმალური სხვაობით გამოთიშა – 1:0. „ჯვაროსნების“ ფლანგის მოთამაშემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ასეთივე ანგარიშით გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლესიემ“ საშინაო „კედლებში“ „კრივბასი“ დაამარცხა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი „პოლესიეს“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია – ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა, მაისურაძეს თავის გამოჩენის შანსი არ ეძლევა.
გიორგი კუციას რივნეს „ვერესმა“ კიევის „არსენალს“ დამატებულ ტაიმში გატანილი გოლით 2:1 სძლია. ქართველი ნახევარმცველი რივნოელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 104 წუთი ითამაშა.