ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | სოფიო სომხიშვილი ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალი ძიუდოისტებიდან ბოლოს სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გამოვა.
24 წლის ქართველი ასაკობრივ ნაკრებებში ევროპის თასისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე არის ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი.
სომხიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც გამოვა.
სოფიო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2 აგვისტოს იასპარეზებს და მედლის მოპოვებას შეეცდება.