ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | სანდრო ბაზაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი ქართველი ხმლით მოფარიკავე იასპარეზებს. რეიტინგის პირველი ნომერი სანდრო ბაზაძე თავისი პირველი ოლიმპიური ოქროსთვის იბრძოლებს.
2023 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სპორტსმენთა დაჯილდოებაზე ნომინაციაში – „ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის“ გამარჯვებული ბაზაძე გახდა.
ქართველი მოფარიკავისთვის 2023 წელი წარმატებული იყო. სეზონის შედეგად, მან მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილი მოიპოვა და წლის საუკეთესო მოფარიკავედ დასახელდა.
სანდრო ევროპის ორგზის ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მის ანგარიშზეა მსოფლიო თასის რამდენიმე ეტაპზე გამარჯვება და საპრიზო ადგილი.
ბაზაძე პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია, ის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისს გამოვა.