ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებიდან ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატი ტატო გრიგალაშვილია (81 კგ). იგი ერთადერთი ქართველია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლის მოპოვება ზედიზედ სამჯერ შეძლო.
გრიგალაშვილი პლანეტის საუკეთესო ძიუდოსისტი 2022 წელს – ტაშკენტში, 2023 წელს – დოჰაში, 2024 წელს კი აბუ-დაბიში გახდა.
ქართველმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები 2020, 2022 და 2024 წლებში მოიპოვა.
გრიგალაშვილმა 2021 წელს – დოჰაში, ხოლო 2022 წელს იერუსალიმში მასტერსის ტურნირები მოიგო.
იგი გახლავთ გრანდ სლემისა და გრან პრის ტურნირების მრaვალგზის გამარჯვებული და მედალოსანია. იგი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2022 და 2023 წელს – მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად, 2022 წელს კი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია – ის ოლიმპიურ თამაშებზე 30 ივლისს გამოვა.