ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ლაშა შავდათუაშვილი მეოთხე მედლის მოპოვებას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტებიდან ყველაზე ტიტულოვანი, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) 29 ივლისს იასპარეზებს. იგი ერთადერთი ქართველია, ვისაც კარიერაში, ოლიმპიურ ოქროსთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული.
შავდათუაშვილი ოლიმპიადებზე სამი მედლის მფლობელია – 2012 წელს ლონდონში – ოქროს მედალი (66 კგ), 2016-ში რიოში – ვერცხლის, 2020-ში კი ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველი 2021 წელს ბუდაპეშტში პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა. 2013 წელს ლაშამ 66 კგ-ში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
იგი არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრვალგზის პრიზიორი, გრანდ სლემის და გრანპრის ტურნირების მრვალგზის გამარჯვებული და პრიზიორი.
შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.