ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ლაშა გურული ოლიმპიური მედლის მოპოვებას შეეცდება #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი მოკრივე იასპარეზებს. ლაშა გურული (63.5 კგ) ოლიმპიადაზე თავისი პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება.
ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, კონტინენტის პირველობებზე კი ორჯერ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მის ანაგრიშზეა ასევე ვერცხლის მედალი ევროპულ თამაშებზე. თავის წონით კატეგორიაში რეიტინგის ლიდერი ლაშა გურული ოლიმპიადაზე ასპარეზობას 29 ივლისს დაიწყებს.