ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | გურამ თუშიშვილი ტოკიოში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | გურამ თუშიშვილი ტოკიოში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) 2021 წელს ტოკიოში დაფიქსირებული შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. წინა ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუშიშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს აღებული. გურამი პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტი ბაქოში 2018 წელს გახდა, ვერცხლის მედალი აბუ დაბიში მიმდინარე წელს მოიპოვა, ბრინჯაოს კი ტაშკენტში 2022 წელს დაეუფლა.

თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებულია. მის ანგარიშზეა გრანდ სლემის და გრანპრის ტურნირების ოქროსა და სხვადასხვა სინჯის მედალი.

 

ქართველი ძიუდოისტი პარიზში მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ის ოლიმპიურ თამაშებზე 2 აგვისტოს იჭიდავებს.