ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 125 კგ-ში ჩვენი ნაკრების ღირსებას ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილი ფალავანი – გენო პეტრიაშვილი დაიცავს.
პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021-ში კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა. გენო მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ორგზის ჩემპიონია.
აღსანიშნავია, რომ პარიზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ) გენო პეტრიაშვილი მეორე ნომრადაა განთესლი და ფინალამდე ვერ დაუპირისპირდება თავის ძირითად კონკურენტებს – ამირ ზარესა და ტაჰა აკგულს – ირანელი ფალავანი პირველი ნომერია, თურქი კი – მეოთხე.
შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს, მოჭიდავეთა ტურნირი კი 5-11 აგვისტოს გაიმართება. პეტრიაშვილი შეჯიბრებაზე 9 აგვისტოს გამოვა.