ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ეთერ ასკილაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ექნება #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქალი ძიუდოისტებიდან 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი იასპარეზებს – მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დებიუტანტია, მისგან სიურპრიზებიც არ იქნება მოულოდნელი.
ასკილაშვილი საქართველოს ნაკრებს შერეულ გუნდურ ასპარეზობაშიც დაეხმარება, სადაც მას 70 კგ-მდე წონითი კატეგორიის სპორტსმენებთან მოუწევს დაპირისპირება.
ასკილაშვილის დებიუტი ოლიმპიადაზე 30 ივლისს შედგება.