ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ძიუდოს ტურნირის მეორე დღეს მედლის მოპოვებას ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ძიუდოს ტურნირის მეორე დღეს მედლის მოპოვებას ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT

ძიუდოში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) მოახლოებულ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებიდან მეორე დღეს, 28 ივლისს იასპარეზებს.

მიმდინარე წლის აპრილში 30 წლის ქართველმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში კონტინენტის პირველობა მოიგო. ვაჟამ ფინალში თურქ მუჰამედ დემირელს სძლია და კარიერაში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ამ ტიტულს მარგველაშვილი 2016 წელს დაეუფლა.

ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, იგი ასევე გახლავთ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

მარგველაშვილი კარიერაში გრანდ სლემის და გრან პრის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. ქართველი ძიუდოისტი პარიზის ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების კანდიდატია.