ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ძიუდოისტთაგან პირველი გიორგი სარდალაშვილი იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებიდან პირველი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) იასპარეზებს.
მიმდინარე წლის მაისში 21 წლის ქართველმა აბუ-დაბიში მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედალი არავის დაუთმო – გიორგიმ ფინალში ტაივანის წარმომადგენელი, იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ სარდალაშვილმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი 2021 წელს ახალგაზრდებს შორისაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამას გარდა, გრანდ სლემის და გრანპრის ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორია.
სარდალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია – ის ოლიმპიურ თამაშებზე 27 ივლისს გამოვა.