ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ბექაური ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტებიდან მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მხოლოდ ლაშა ბექაური (90 კგ) იასპრეზებს.
ქართველი თავის წონაში რეიტინგის პირველი ნომერია და პარიზში 2021 წელს ტოკიოში მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედლის დაცვას აუცილებლად შეეცდება.
ბექაური 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მსოფლიო პირველობებზე მის ანგარიშზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებია. ლაშა ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის. ამას გარდა, გრანდ სლემისა და გრანპრის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია.
ბექაური პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია – ის ოლიმპიურ თამაშებზე 31 ივლისს გამოვა.