ქართველები ევროტურნირებზე - ლორიამ პენალტი მოიგერია, მაგრამ „ანორთოსისი“ ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის სხვადასხვა კუთხეში ევროპისა და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. მოედანზე ბევრი ქართველი გავიდა, თუმცა თავი უმრავლესობას არ გამოუჩენია.

 

ევროპის ლიგა

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ვენაში „რაპიდს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. გიორგი ლორია მოულოდნელად ძირითადი შემადგენლობის ნაცვლად სათადარიგოებში მოხვდა, მაგრამ 59-ე წუთზე მეკარე ასაფ ცური დაშავდა და ის გიორგიმ შეცვალა. სამ წუთში ლორიამ კრისტოფ კლასმულნერის დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ 64-ე წუთზე გოლის დროს შეცდა. საბოლოოდ, მატჩი ავსტრიელების უპირატესობით წარიმართა და 3:0 დასრულდა.

ბრატისლავასსლოვანმა“ გიბრალტარის „ლინკოლნი“ 3:1 დაამარცხა, რაშიც ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ თავისი წვლილი შეიტანეს. კაშიამ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა და ახალი გუნდის ფორმით სადებიუტო გოლი ჩაიწერა.

დავით ხურციძემ შეუცვლელად ითამაშა სომხური „ალაშკერტის“ შემადგენლობაში, რომელიც ყაზახეთში „ასტანას“ ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დაასრულა. სომხურ გუნდს ევროპის ლიგის პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი გაუჩნდა.

კონფერენს ლიგა

„კოპენჰაგენი“ პლოვდივის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 1:1 ითამაშა. დათა ხოჭოლავამ დანიელთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

კოსტანაისტობოლმა“ შინ სლოვაკური „ჟილინა“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი გუჯა ლობჯანიძე ყაზახების სათადარიგოთა სკამზე იყო.

უნგრულმაუიპეშტმა“ კი შინ შვეიცარიულ „ბაზელთან“ 1:2 დათმო. გიორგი ბერიძე ტრავმირებულია და უნგრელებს ვერ დაეხმარა.

კოვალივკასკოლოსმაყარაღანდის „შახტიორს“ უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს დასჯერა 0:0. მასპინძელთა განაცხადში იყო ახალწვეული თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა, რომელიც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა.

სენსაციური შედეგით დასრულდა შეხვედრა „გელამკო არენაზე“, სადაც „გენტმა“ ლატვიური „რიგა“ მიიღო და 2:2 ითამაშა. სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდნენ, ბელგიელებმა ანგარიში მხოლოდ 77-ე წუთზე გაათანაბრეს, მაგრამ მოგება ვერ მოახერხეს. ბელგიელთა განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე არ იყო, რომელიც სასურველ ფორმაში შესვლას ახლა ცდილობს.

სალონიკის პაოკ-ი დუბლინში „ბოჰემიანსს“ ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში არ იყო არც ნიკა ნინუა და არც 19 წლის თავდამსხმელი ვასილის გორდეზიანი. ნინუა გუნდის საევროპო განაცხადში ვერ მოხვდა და შესაძლოა, კლუბი შეიცვალის. გორდეზიანი კი „ბ“ განაცხადშია, რომელიც ახალგაზრდებისგან შედგება.

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე აქტიური იყო ყაზანის „რუბინში“, რომელიც პოლონეთში „რაკუვს“ დაუზავდა – 0:0. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ანგარიშის გახსნა მე-16 წუთზე შეეძლო, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა. მეტოქეს ხიფათი მეორე ნახევარშიც შეუქმნა, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.