კონფერენს ლიგა | „სლოვანმა“ „ლინკოლნთან“ მოიგო, კაშიამ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „სლოვანმა“ „ლინკოლნთან“ მოიგო, კაშიამ სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრატისლავასსლოვანიკონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გიბრალტარის „ლინკოლნს“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა, რაშიც გუნდის ქართველმა ფეხბურთელებმა თავისი წვლილი შეიტანეს.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ორივე ჩვენიანი იყო – ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. კანკავა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ (31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო). კაშიამ კი მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა და ახალი გუნდის ფორმით პირველი გოლი ჩაიწერა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და 69-ე წუთზე სამბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდა. ქართველი მცველის გარდა, თავი იარომირ ემრგალიმ (48) და ეზეკიელ ჰენტიმ (69) გამოიჩინეს. 74-ე წუთზე „ლინკოლნის“ მოთამაშე ლაიმ უოკერმა სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ, შეხვედრა ბრატისლაველებმა 3:1 მოიგეს.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „სლოვანისა“ გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.