ქართველები ევროპა ლიგაზე - ჭანტურიშვილმა მოიგო, კობახიძე არსენალთან დამარცხდა
დღეს, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები დაიწყო. რამდნეიმე გუნდში ქართველი ფეხბურთელებიც გამოდიან. დღეს ორმა მათგანმა ითამაშა.
“რაპიდი” – “სპარტაკი” 2:0
ჯანო ანანიძის “სპარტაკის” განაცხადში არ იყო, რომელიც ავსტრიაში ვენის “რაპირმა” 2:0 დაამარცხა. გიორგი ქვილითაიას ყოფილ გუნდის წინააღმდეგ რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ შეუცვლელად ითამაშა.
“აკჰისარსპორი” – “კრასნოდარი” 0:1
თორნიკე ოქრიაშვილის გუნდმა გასვლაზე თურქული გუნდი დაამარცხა. მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლ;იდერს, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა, არც რუსეთის პრემიერლიგაში ათამაშებენ და ამჯერადაც განაცხადის მიღმა დარჩა.
“არსენალი” – “ვორსკლა” 4:2
E ჯგუფში პოლტავის “ვორსკლა” ლონდონის “არსენალთან” გასვლაზე დამარცხდა. სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლკობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგოებში იყო.
“დუდელანჟი” – “მილანი” 0:1
ლევან ყენიას “დუდელანჟი” პირველი კლუბია ლუქსემბურგიდან, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა, პირველ ტურში ეს გუნდი იტალიურ გრანდს, “მილანს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო, რადგან მცირე ხნის წინ ტრავმა გაუმიზეზდა.
ტრნავას “სპარტაკი” – “ანდერლეხტი” 1:0
D ჯგუფის პირველ ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილისა და დავით სხირტლაძის გუნდი, სლოვაკური “სპარტაკი” ბელგიურ “ანდერლეხტს” შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ჭანტურიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყო.