ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე - კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითადშია, ხოჭოლავა - „კოპენჰაგენის“ სასტარტოდან იწყებს #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ცნობილი გახდა დღევანდელი შეხვედრების მონაწილე გუნდების შემადგენლობები – ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაშია.
G ჯგუფში „კოპენჰაგენი“ „პარკენ არენაზე“ ესპანურ „სევილიას“ უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დათა ხოჭოლავა დანიის ჩემპიონის სასტარტო თერთმეტეულშია.
ხვიჩა კვარაცხელია კი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაშია „რეინჯერსის“ წინააღმდეგ შეხვედრაში – ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შოტლანდიურ-იტალიურ დაპირისპირებას გლაზგოს „აიბროქსი“ მასპინძლობს.