ქართველები ჩემპიონთა ლიგაზე – კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითადშია, ხოჭოლავა – „კოპენჰაგენის“ სასტარტოდან იწყებს #1TVSPORT

21:19, 14.09.2022

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ცნობილი გახდა დღევანდელი შეხვედრების მონაწილე გუნდების შემადგენლობები – ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაშია.

G ჯგუფში „კოპენჰაგენი“ „პარკენ არენაზე“ ესპანურ „სევილიას“ უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დათა ხოჭოლავა დანიის ჩემპიონის სასტარტო თერთმეტეულშია.

ხვიჩა კვარაცხელია კი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაშია „რეინჯერსის“ წინააღმდეგ შეხვედრაში – ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შოტლანდიურ-იტალიურ დაპირისპირებას გლაზგოს „აიბროქსი“ მასპინძლობს.

მსგავსი