ქართველები ბელარუსის თასის ნახევარფინალში გავიდნენ
ქართველები ბელარუსის თასის ნახევარფინალში გავიდნენ

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ბელარუსში საფეხბურთო სეზონი გრძელდება. ქვეყნის თასის გათამაშების განმეორებით მეოთხედფიონალურ შეხვედრაში სოლიგორსკის „შახტიორმა“ საშინაო არენაზე ჟოდინოსტორპედო-ბელაზს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

სოლიგორსკელების შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა – გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. დიასამიძე 66-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. შინდაგორიძემ კი მოედანი 90-ე წუთზე 1:0-ზე დატოვა.

საბოლოოდ, „შახტიორმა“ 2:0 მოიგო. ორივე გოლი იური კენდიშმა გაიტანა – ბელარუსის ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც თბილისში გამოსამგზავრებელ მოთამაშეთა სიაში არ დაასახელეს.

სოლიგორსკელებმა პირველი მატჩი გასვლაზე 1:0 მოიგეს და ბელარუსის თასის ნახევარფინალში გავიდნენ.