ქართველ მწვრთნელთან „ლიეპაიაში“ - კუცია ლატვიაში ითამაშებს #1TVSPORT
ქართველ მწვრთნელთან „ლიეპაიაში“ - კუცია ლატვიაში ითამაშებს #1TVSPORT

უცხოეთში კარიერას კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე – გიორგი კუცია გააგრძელებს. „დინამო თბილისის“ 23 წლის ნახევარმცველი ლატვიურ „ლიეპაიაში“ გადადის.

„დინამოს“ 24 წლის ფეხბურთელი ბალტიისპირეთში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. გუნდი, სადაც კუცია ითამაშებს – „ლიეპაია“, ლატვიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კლუბია და მისი მთავარი მწვრთნელი ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტიაა.

ლატვიურ კლუბში ბევრი ლეგიონერია, მათ შორის, ქართველიც – გასული სეზონის დასრულების შემდეგ „ლიეპაიასთან“ კონტრაქტი „თელავის“ ახალგაზრდა მეკარემ, ლუკა სანიკიძემ გააფორმა.

კუცია „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ნახევარმცველია. სხვადასხვა დროს მას გორის „დილასა“ და ჩრდილოეთ მაკედონიურ „რაბოტნიჩკიში“ უთამაშია.