ქართველ მსაჯთა ხელმძღვანელი კონფერენს ლიგის მატჩზე იმუშავებს #1TVSPORT
ქართველ მსაჯთა ხელმძღვანელი კონფერენს ლიგის მატჩზე იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩექირი კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჩექირი ჩრდილოეთ მაკედონიაში, ადგილობრივი „შტრუგასა“ და ისლანდიური „ბრეიდაბლიკის“ მატჩზე იმუშავებს. შეხვედრა 24 აგვისტოს, ქალქ ოჰრიდში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ჯუნეტ ჩექირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელად 9 აგვისტოს დაინიშნა. ის იყო ფიფა-ს (2006-2022) და უეფა-ს (2010-2022) არბიტრი.

დანიშვნიდან მალე, გამოცდილმა არბიტრმა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯების შეკრება ჩაატარა, პრიორიტეტად კი ახალგაზრდა მსაჯების დაწინაურება დაასახელა.