„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა. წარდგენის ღონისძიება რუსთავის პარკში გაიმართა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ნინო ლაცაბიძე საკანონმდებლო ორგანოში რუსთავს ღირსეულად წარადგენს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რადგან რუსთავის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტში უკვე ჩართულია. ეს ადამიანი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად და რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გახარიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.