ქართული წარმოშობის რუსმა ჩოგბურთელმა მოქალაქეობა შეიცვალა და უიმბლდონზე საქართველოს დროშით ითამაშებს #1TVSPORT
რუსმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის წყვილთა ტურნირზე საქართველოს დროშით ირიცხება.
ნათელა ძალამიძე ერთი თვის წინ რუსეთის დროშით თამაშობდა როლან გაროსზე, სადაც კამილა რახიმოვასთან დუეტში პირველ წრეში დამარცხდა წყვილების ტურნირზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, უიმბლდონის ორგანიზატორებმა წლევანდელ ტურნირზე არ დაუშვეს რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები.