ქართული თხილის ექსპორტი 74 პროცენტით გაიზარდა
ქართული თხილის ექსპორტი 74 პროცენტით გაიზარდა

ქართული თხილის ექსპორტი 74 პროცენტით გაიზარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4 466 ტონა თხილი, რაც 74 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია – 1392 9 ტონა, იტალია – 808 8 ტონა, ჩეხეთი – 2803 ტონა, ესპანეთი – 165 ტონა, პოლონეთი – 192 ტონა, საფრანგეთი – 125 ტონა, ლიეტუვა – 143. 7 ტონა, საბერძნეთი – 34. 7 ტონა, ავსტრია – 22 ტონა, ესტონეთი – 22 ტონა და ლატვია – 21 ტონა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთიში – 255. 8 ტონა, რუსეთში – 268. 0 ტონა, უკრაინაში – 83. 7 ტონა, ბელარუსში – 102. 5 ტონა, ბრაზილიაში – 74. 0 ტონა, მექსიკაში – 53. 0 ტონა და დიდი ბრიტანეთში – 22 ტონა.

სამინისტროს ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო. სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.