ქართული შედევრი რუსულ ლიგაში - ურიდიამ ცენტრიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
მერაბ ურიდია რუსეთის პირველ ლიგაში ეფექტური გოლის ავტორი გახდა. ქართველი თავდამსხმელის დუბლით ნიჟნეკამსკის „ნეფტეხიმიკმა“ 2:0 დაამარცხა მოსკოვის „ველესი“, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა – ალექსანდრე კახიძემ და დიეგო მალანიამ.
ურიდია „ნეფტეხიმიკის“ კაპიტანია და ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. მან ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო მე-11 წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. სწორედ ეს მეორე გახდა საყოველთაო აღტაცების საგანი – მერაბ ურიდიამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და დააახლოებით 50 მეტრიდან გაიტანა.
„კოსმიური გოლი მერაბისგან“, – ასე შეაფასა ნიჟნეკამსკის „ნეფტეხიმიკის“ ინსტაგრამის გვერდმა ეს შედევრი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
40 ტურის შემდეგ 67 ქულით „ნეფტეხიმიკი“ მე-7 ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, ურიდიამ 16 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.