დასრულდა სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის გამოკითხვა და გამოვლინდა სასტარტო ხუთეულები. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს ქართველთა და ლეგიონერთა გუნდები დაუპირისპირდებიან.
გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა „ქუთაისის“ ბათუმელმა კალათბურთელმა, გიორგი ოჩხიკიძემ მიიღო – 3998. ლეგიონერებშიც „ქუთაისელი“ იყო რეკორდსმენი – 3101 ხმა.
2024 წლის სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩს 28 იანვარს, 19:00 საათზე „თბილისი არენა“ უმასპინძლებს.