„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს [ფოტო]

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით იმართება.

შეხვედრის თემა სავარაუდოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარდგენილი შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის საკითხია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.