„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა კიდევ ორი საათით გადაიდო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა კიდევ ორი საათით გადაიდო

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 19:00 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, შემდეგ 17:00 საათისთვის, ბოლო ინფორმაციით კი 19:00 საათისთვის გადაიდო. ევროკავშირის წარმომადგენლობაში არ აკონკრეტებენ, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში რამდენიმე საათის წინ მივიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დედგნანი. ოფისში იმყოფება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.