„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი სოსო ხახალეიშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

სოსო ხახალეიშვილი ავეჯის მწარმოებელ კომპანია „მადერა ჯორჯიაში“ იმყოფებოდა. ის პროდუქციის დამზადების პროცესს დაესწრო, თანამშრომლებს გაესაუბრა და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

„ჩემი მთავარი სურვილია, დავეხმარო ყველა იმ ადამიანს, კომპანიას, რომელიც რაღაც ღირებულს ქმნის. ხელი შევუწყო მათ განვითარებას, ახალი ტექნოლოგიებისა და ინვესტორების მოზიდვას, რომ ჩვენი ქალაქი განათლებასთან და კულტურასთან ერთად ამ კუთხითაც გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ეკოლოგიაზე, ვინაიდან ჩვენს თვალწინ არსებობს კომპანია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტები ზოგადად მიიჩნევენ, რომ საქართველოში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სტერეოტიპი და ეკოლოგია პრიორიტეტად ვაქციოთ. ამაში კი ჩვენი ჩართულობა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ქალაქის წინაშე პასუხისმგებლობა დაგვეხმარება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა