„ქართული ოცნების“ პრესსამსახური უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
სხდომას, რომელზეც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილი საპარლამენტო განხილვის შესახებ იმსჯელეს, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარემ მათ არ მისცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაეყენებინათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი.