„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პოლიტსაბჭოს სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური პოლიტსაბჭოს სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

ამ წუთებში კი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე უმრავლესობის წევრები ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ. სხდომის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.