„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პოლიტიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო ოპოზიციის წარმომადგენელთა მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხი. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის ხვალინდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი