დღეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, საბჭომ განცხადება გაავრცელა:
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.
დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც შემდეგ კანდიდატებზე მოხდა შეჯერება:
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი;
თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი;
ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
კასპის მერობის კანდიდატი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ცოტნე ანანიძე;
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია – ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი“, – აღნიშნულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.