„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე, ასევე ირაკლი კობახიძე ესწრებიან [ვიდეო]

12:54, 21.06.2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური პარტიის ოფისში მიმდინარე პოლიტსაბჭოს სხდომიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს.

სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე და პოლიტსაბჭოს სხვა წევრები ესწრებიან.

სხდომაზე სავარაუდოდ, თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა.

მსგავსი