„ქართული ოცნების“ ოფისთან ვეტერანებმა აქცია გამართეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან ვეტერანებმა აქცია გამართეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვეტერანებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან მათთვის გამოყოფილი დახმარების 22 ლარით გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას ამ მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია.

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარის, ემზარ ქვარიანის განცხადებით, „ეს არის გამაფრთხილებელი აქცია“.

„აქცია დეკემბერში დავიწყეთ, რადგან სანამ ბიუჯეტის განხილვა მოხდებოდა, ხელისუფლებისთვის უნდა მიგვეწვდინა ხმა, რომ ეს განეხილათ, მაგრამ არ განიხილეს, პასუხიც არ გაგვცეს. დღეს მოვედი „ქართულ ოცნებასთან“, რომ გავუმზადო 22 ლარი და პირდაპირ გადავცე, რათა შერცხვეთ. ჩვენ ამ სამარცხვინო მდგომარეობაში აღარ ვაპირებთ ყოფნას. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, გონს მოეგონ. ამას გაგრძელება ექნება, იქნება უფრო ფართომასშტაბიანი მსვლელობა. ამის პირობას ვდებთ“, – განაცხადა ემზარ ქვარიანმა.