გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირას მოხდება
გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირას მოხდება

„ქართული ოცნების“ მიერ გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მომავალ კვირას, საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს.

პროექტით, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მეორე და მესამე კენჭისყრა ჩატარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღის და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. ასევე პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება.