„ქართული ოცნების“ ლიდერები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ზუგდიდში პარტიის აქტივს შეხვდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

შეხვედრის პირველი ნაწილის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. დღეს ვხვდებით პარტიის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო სამზადისზე. რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, იყოს მთლიანად მობილიზებული, რომ ჩვენ სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.