გიორგი გახარიამ ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა
გიორგი გახარიამ ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ლიდერებმა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“ დაათვალიერეს, რომელიც ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს და თაფლს აწარმოებს. სტუმრებს მონასტერში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა უმასპინძლა.

დატოვე კომენტარი