„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს გამართავენ

22-23 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

სხვადასხვა თემებთან ერთად, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები.

22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს – ქალაქ ზუგდიდში.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრეცელებს.