„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირება მოხდა (ფოტო/ვიდეო)

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრებმა პარტიის შენობის კედელზე გააკრეს სტიკერები, ასევე გააკეთეს წარწერები. პარტიის ოფისის წინ მათ დაწერეს „მონებო“, „ქურდული ოცნება“ და დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყო.

ვითარება სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.