„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

როგორც დავითულიანი აცხადებს, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი.

„განვიხილავთ წინასაარჩევნო საკითხებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჯერ ვერ გაიგებთ, ვინ იყრის კენჭს თბილისის მერობის კანდიდატად, თუმცა რთულად ამოსაცნობი საბოლოო ჯამში არ იქნება. ამას მაშინ გაიგებთ, როცა დრო მოვა. დღეს ვერ გაიგებთ“,- განაცხადა დავითულიანმა.