„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. როგორც შეხვედრამდე დეპუტატებმა განაცხადეს, სხდომაზე  საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართება მსჯელობა.

პირველი არხის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებს. ასევე, დღეს, 17 საათზე განცხადებას გაკეთებას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი.