„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

როგორც სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, განიხილავენ ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხს, რომელიც საშემოდგომო სესიის გეგმებს უკავშირდება.

„ხვალიდან იწყება საშემოდგომო სესია და არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ვიწყებთ. ბუნებრივია, ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხზე ვიმსჯელებთ, რომელიც უკავშირდება საშემოდგომო სესიის გეგმებს“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებითაც იმსჯელონ, დეპუტატმა განაცხადა:

„არ გამოვრიცხავ აღნიშნულ საკითხს და შეხვედრის დასრულების შემდგომ გავაკეთებ დამატებით კომენტარს“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.