„ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნებს
„ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნებს

„ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პირველი ოცეულის შემდეგ, სიაში თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი მოქმედი დეპუტატები და ახალი სახეები.

„გამსვლელ სიაში ოცეულის შემდეგ თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი მოქმედი დეპუტატები და ახალი სახეები. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რაც შემიძლია, მოგაწოდოთ. საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება და დეტალურად გეცოდინებათ იმის თაობაზე, თუ ვინ არის სიაში წარმოდგენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა. პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან: 1. გიორგი გახარია; 2. არჩილ თალაკვაძე; 3. ირაკლი კობახიძე; 4. თეა წულუკიანი; 5. მამუკა მდინარაძე; 6. კახა კუჭავა; 7. გიორგი კახიანი; 8. მარიამ ქვრივიშვილი; 9. მიხეილ სარჯველაძე; 10. მაია ბითაძე; 11. მიხეილ დაუშვილი; 12. გიორგი ამილახვარი; 13. ვიქტორ სანიკიძე; 14. მაკა ბოჭორიშვილი; 15. შალვა პაპუაშვილი; 16. დავით კაჭარავა; 17. ნიკოლოზ სამხარაძე; 18. გიორგი ხელაშვილი; 19. მარიამ ლაშხი; 20. ბექა დავითულიანი.