„ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლას, რაც გამარჯვებით დასრულდა
„ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლას, რაც გამარჯვებით დასრულდა

„ქართული ოცნება“ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც ტექსტშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და, საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ქვეყნისა და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.

„18 თებერვალი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ქართველი მეცენატის და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და, საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა. რეჟიმის ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანა დადგა დემოკრატიულ რელსებზე და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციები და, რაც მთავარია, განუხრელად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება.

ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის ოჯახს!