„ქართული ოცნება“ შესაძლოა, 199 ათასი ლარით დაჯარიმდეს
„ქართული ოცნება“ შესაძლოა, 199 ათასი ლარით დაჯარიმდეს

პარტია „ქართული ოცნება“ შესაძლოა, 199 170 ლარით დაჯარიმდეს. მიზეზი პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ განთავსებული სააგიტაციო პოსტებია.

დაჯარიმების შუამდგომლობით სასამართლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.

რაც შეეხება ჯარიმას, ის მმართველი პარტიის მიერ  სააგიტაციო პოსტებისთვის დახარჯული 99 585 ლარის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება.