„ქართული მარშის“ წევრები ნიკა მელიას შტაბთან აქციას მართავენ
„ქართული მარშის“ წევრები ნიკა მელიას შტაბთან აქციას მართავენ

„ქართული მარში“ გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიას შტაბთან აქციას მართავს.

„ქართული მარშის“ წარმომადგენელი ირაკლი შიხიაშვილი ნიკა მელიას მიმართავს, რომ მას პირადად გაესაუბროს.

„მინდა, განმარტებები მოვისმინო იმ კაცისგან, ვისაც პირადად არ მიუღია ქართული მიწისა და სიწმინდის გაყიდვაში მონაწილეობა, მაგრამ დღეს არის იმ პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელმაც თავის დროზე თავისი სამშობლო, თავისი ერი აქცია მონად. ამ სამშობლოს გამყიდველ ძალას კვლავ აქვს სურვილი, დაეპატრონოს ქვეყნის ხელისუფლებას და საკუთარ ხალხზე გააგრძელოს ძალადობა. მე, ირაკლი შიხიაშვილი, ჩემი ქვეყნის ვეტერანი, ჩემი სამშობლოს მეომარი, მივამრთავ ნიკა მელიას, თქვენ, ვისაც არ გინახავთ, შეიარაღებული რუსი როგორ გებრძვით და ვითხოვ პასუხს. ნიკა მელია, მობრძანდი ერთი ერთზე, ტელევიზიების თანდასწრებით ვუთხრათ ქართველ ერს, ვინ ვინ არის. მინდა პასუხი ერთ რამეზე, ყველაზე მეტად რა გაინტერესებს, იყო მაგ პოლიტიკური ძალის, მოძალადე ძალის ლიდერი, დაემსგავსო პავლიკ მოროზოვს, თუ შენთვის გარეჯი საქართველოა. ამ პასუხს შენგან მოვითხოვთ“, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია არ შეხვდება, მისი შტაბის კედლებზე გაიკვრება ფოტოები, რომელსაც იმსახურებს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც შიხიაშვილი აცხადებს, ორშაბათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყება პიკეტირება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების

აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოები დაწვეს. მათ ადგილზე ცოცხები ჰქონდათ მიტანილი. ისინი გზის გადაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

ამასთან, ნიკა მელიას შტაბში აცხადებენ, რომ ის შტაბში არ იმყოფება.