ქართული ლიგა მოთამაშეთა შეფასებით ევროპაში 38-ე ადგილზეა
ქართული ლიგა მოთამაშეთა შეფასებით ევროპაში 38-ე ადგილზეა

გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტმა“ 2020 წელს სატრანსფერო ფასები ბოლოჯერ შეცვალა და ევროპული ლიგების რეიტინგი გამოაქვეყნა – მოთამაშეთა ჯამური ფასებით ინგლისის პრემიერლიგა ლიდერობს – ამ ქვეყნის მთავარ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასი 8,90 მლრდ ევროა.

ტოპ-10

1 ინგლისი 8,90 მლრდ ევრო

2 იტალია 5,14

3 ესპანეთი 5,05

4 გერმანია 4,51

5 საფრანგეთი 3,44

6 პორტუგალია 1,09

7 რუსეთი 943,78 მლნ ევრო

8 ნიდერლანდები 921,60

9 ბელგია 777,95

10 თურქეთი 744,18

38 საქართველო 36,18

როგორც ხედავთ, საქართველო ცხრილში 38-ე ადგილზეა. ეროვნული ლიგის გუნდებში ამჟამად დარეგისტრირებული მოთამაშეების ჯამური ფასი 36,18 მილიონი ევროა.

საქართველოს უსწრებენ ყაზახეთი (111,93), ბელარუსი (81,90), აზერბაიჯანი (54,83), მალტა (42,55), სომხეთი (39,85), ალბანეთი (39,83), ჩრდილოეთ მაკედონია (39,03).

დატოვე კომენტარი