ქართული ლიგა ერთადერთმა ამერიკელმა დატოვა - „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი უილიამ ოლურემი ჯონმა გაწყვიტა
ქართული ლიგა ერთადერთმა ამერიკელმა დატოვა - „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი უილიამ ოლურემი ჯონმა გაწყვიტა

თბილისის „ლოკომოტივი“ ჯონ უილიამ ოლურემმა დატოვა – ნიგერიული წარმოშობის მქონე ამერიკელმა თავდამსხმელმა თბილისური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

რემიმ „ლოკოში“ ექვსი თვე ითამაშა, ეროვნული ლიგაში ცხრა შეხვედრა ჩაატარა და ზამთრის თასზე იასპარეზა. ის პირველი ამერიკელი ფეხბურთელი იყო, რომელმაც საქართველოში ითამაშა. უილიამ ოლურემი ჯონი აქტიურად მონაწილეობდა კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქტივობებში. მაგრამ კლუბს ბევრი ვერაფრით დაეხმარა და ხელშეკრულება, რომელიც 33 წლის ამერიკელ ფორვარდსა და კლუბს შორის 2019 წლის ბოლომდე იყო გაფორმებული, ერთი წლით ადრე გაწყდა.

უილიამ ოლურემი აშშ-ის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებში 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მან კარიერის დიდი ნაწილი ევროპაში გაატარა. თამაში 2003 წელს, მშობლიურ ქალაქ კანზას-სიტიში დაიწყო. მერე იყო დანიური „რანდერსი“, სერბული „ჩუკარიჩკი“, ხორვატიის „ვინოგრადარი“, აზერბაიჯანული „აზალი“, ბოლოს კი ფინეთის „როვანიემში“ თამაშობდა.