ქართული ლეგიონის წარმატებული დღე - საბერძნეთში შენგელიამ გაიტანა, თურქეთში ლობჟანიძემ ჩემპიონთან მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
შაბათი დღე ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ „დიჟონთან“ სტუმრად გამარჯვებაში (3:0) შესანიშნავი თამაშით და საგოლე პასით დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების შემტევმა გაიბრწყინა საბერძნეთის სუპერლიგაშიც – „პანეტოლიკოსმა“ სტუმრად „ვოლოსი“ ლევან შენგელიას ეფექტური გოლითა და საგოლე გადაცემით 3:2 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.
გიორგი ბერიძის „ანკარაგუჯუ“ შინ „გაზიანთეფთან“ 0:2 დამარცხდა, ბერიძე მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. სამაგიეროდ, საბა ლობჟანიძე „ჰათაისფორს“ საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონის, „ტრაბზონსფორის“ დამარცხებაში (2:1) დაეხმარა – საბამ შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვების გოლის ეპიზოდში საგოლე პასით გამოიჩინა თავი.